ახალციხესა და ბორჯომში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 თებერვალს, ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება
202 აბონენტს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყრუთი, წირა.
12:00-დან 16:00 საათამდე - 522 აბონენტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისჯვარი, ანდეზიტი.
13:00-დან 15:05 საათამდე - 208 აბონენტს ბორჯომში თორის ქუჩაზე, არდაგნის დასახლებაში, ბორჯომი-ბაკურიანის მაგისტრალის 25-ე კმ-ზე, წაღვერში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.