ბორჯომსა და ადიგენში, დენი გაითიშება (R)
"ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 თებერვალს 12:00-დან 16:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 5 129 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში ტბა, ცემი, ლიბანი და მიმდებარე სოფლებში. აგრეთვე ბორჯომში რობაქიძის, სააკაძის, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
12:00-დან 18:00 საათამდე 1 674 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში უდე, არალი, წარბასთუმანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.