ვალესა და სხვილისში დენი გაითიშება (R)
"ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 16:00 საათამდე შეეზღუდება 37 აბონენტს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვალე და სხვილისი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.