ბორჯომში კუკუშკა ლიანდაგიდან გადავიდა
ბორჯომის გარეუბანში, არდაგანის დასახლებაში, ე.წ. კუკუშკა ლიანდაგიდან გადავიდა.
მატარებელს მგზავრები გადაჰყავდა.
თვითმხილველების თქმით, კუკუშკა მოსახვევში სწრაფად შევიდა, რის გამოც ვაგონი რელსიდან გადავიდა.
"დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში იყო მოძრაობა შეწყვეტილი. ამ დროისთვის მატარებლების რეისები აღდგენილია. ყველა მგზავრს დაუბრუნდა ბილეთის საფასური. მათ შევთავაზეთ ალტერნატიული ტრანსპორტით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა" - ამბობენ საქართველოს რკინიგზაში.
ადგილზე მდგომარეობას სწავლობენ შსს-ს თანამშრომლები. საქმის მოკვლევაში ჩაერთო პროკურატურაც.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მგზავრებს ან მემანქანეს სხეულის დაზიანება არ მიუღიათ.
გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.