ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში, დენი გაითიშება (R)
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 თებერვალს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 204 აბონენტს ადიგენში ერისთავის, ა. ზაზაშვილის, გიგოლაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 18:00 საათამდე 467 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში ნაქალაქევი, მირაშხანი, გელსუნდა, აფნია, გიორგიწმინდა და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 15:00 საათამდე 1 231 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში ციხისჯვარი, ანდეზიტი, საკირე და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.