ახალციხეში, ადიგენსა და ბორჯომში დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 თებერვალს, 10:30-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 152 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში ყარათუბანი, იჯარეთი, იმერთუბანი და მიმდებარე სოფლებში.
11:30-დან 18:00 საათამდე 979 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში ურაველი, ჭაჭარაქი, მინაძე და მიმდებარე სოფლებში. აგრეთვე ახალციხეში რუსთაველის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე.
12:00-დან 16:00 საათამდე 2 341 აბონენტს ბორჯომში შანიძის, ნინოშვილის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.