რვა მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა
რვა მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
დღესასწაული საქართველოში უქმე დღედაა გამოცხადებული. რვა მარტს სხვადასხვა აქციითა თუ კამპანიით აღნიშნავენ.
ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა. მას შემდეგ რვა მარტი ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალურ დღესასწაულად იქცა.
1853 წლის 8 მარტს სამკერვალო ქარხანის მუშა ქალები გაიფიცნენ, გაუსაძლისი პირობების გამო, უკმაყოფილება ძირითადად მწირი ხელფასით იყო გამოწვეული. მათი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო, ისინი დარბეულნი იქნენ პოლიციის მიერ. სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.
1910 წელს ქალაქ კოპენჰაგენში ჩატარდა ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც კლარა ცეტკინის მიერ დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, 1913 წლის 8 მარტს ქალები მშვიდობიან მსვლელობებს აწყობდნენ. სწორედ ქალთა გამოსვლები გახდა რუსეთის 1917 წლის რევოლუციის გამომწვევი მიზეზი.
1965 წელს, სსრკ-ს უმაღლესი პრეზიდიუმის ბრძანებით, ქალთა დღე უქმე დღედ გამოცხადდა. საბჭოთა კავშირის ქვეყნების ნაწილში რვა მარტი დღემდე უქმედ რჩება, მათ შორის საქართველოშიც.
2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე, ქალთა დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადებას, ერთხმად დაუჭირეს მხარი.