ბაკურიანში შემოვლითი გზა აშენდება
ბაკურიანის შემოვლითი გზის ასაშენებლად 7.5 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა.
კურორტის შემოვლითი გზის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის სახსრებით დაფინანსდება. ტენდერის ფარგლებში უნდა მოხდეს ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება და მშენებლობა.
წინადადებების მიღება 20 აპრილს დასრულდება. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.
პროექტის მიხედვით, აშენებული გზა ბორჯომი-ბაკურიანი – ახალციხის და ბაკურიანი – ანდაზიტი-ციხისძირის გზებს უნდა დაუკავშირდეს.
მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ არსებული გზა კურორტის ცენტრში გადის და ამიტომ ის ტრანზიტული მიზნისთვის შეუფერებელია. შემოვლითი გზა კი დასახლებას სატრანსპორტო დატვირთვისგან განტვირთავს და ქალაქის სამხრეთ ნაწილთან დაკავშირებას გაამარტივებს.