ასპინძაში, ბორჯომში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში, დენი გაითიშება
"ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აპრილს, 11:00-დან 18:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 3 909 აბონენტს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, აგრეთვე ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონის სოფლებში აფნია, აზმანა და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:00 საათამდე 1 651 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში ნაქალაქევი, თმოგვი, ფანაქეთი, კორისხევი და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 16:00 საათამდე 1 689 აბონენტს ბორჯომში ორბელიანის, შრომის, დუმბაძის, გორკის, აკაკის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ბაკურიანში და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.