ახალციხეში, ბორჯომში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში დენი გაითიშება (R)
"ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აპრილს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1 763 აბონენტს ბორჯომში და ბორჯომის რაიონის სოფლებში მზეთამზე, წაღვერი, ცემი, ტიმოთესუბანი, დაბა და მიმდებარე სოფლებში.
10:30-დან 12:30 საათამდე 501 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში კლდე და წნისი.
11:00-დან 18:30 საათამდე 2 097 აბონენტს ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ვაჩიანი, ოკამი, არაქალი, ეფრემოვკა, სამება და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.