ვალიდან, საშემოდგომო ხვნების დაწყებამდე, სახნავი ტრაქტორები გაიყვანეს. ადგილობრივებს მიწის დასამუშავებლად ტექნიკა ახალციხიდან მიჰყავდათ.მათი ნაწილი ტრაქტორების ქალაქიდან გაყვანას არჩევნების შედეგებს უკავშირებს.
ახალციხის გამგეობაში ვალიდან ტექნიკის გაყვანის მიზეზებს ვერ განმარტავენ, თუმცა, გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილების უფროსი ირწმუნება, რომ ტრაქტორების გაყვანას არჩევნების შედეგებთან კავშირი არ აქვს.
ვალეს სახელმწიფოს სამი ტრაქტორი ემსახურებოდა. სად გადაიყვანეს ტექნიკა და რატომ? – ამ კითხვებზე შპს „მექანიზატორისგან“ პასუხის მიღებას „მეცხრე არხი“ ერთი კვირაა ელოდება. დღეს, ორ დეკემბერს კომპანიაში განაცხადეს, რომ ეს კერძო სტრუქტურაა და მათ თავიანთი შეხედულებისამებს გადაწყვიტეს, სად გადაეყვანათ ტექნიკა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვეს და ტელეკომპანიასთან არც სხვა დეტალებზე ისაუბრეს.
საშემოდგომი ხვნებისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტს ადგილობრივი სერვისცენტრის ხუთი ტრაქტორი და დასავლეთიდან შემოყვანილი ექვსი ერთეული ტექნიკა ემსახურებოდა.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე