1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია იგეგმება
16:56 / 10.05.2020
საქართველოს მთავრობა, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს, - ამ მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, მიწის სისტემური რეგისტრაციის 8-თვიანი პროექტი, რომელიც ზაფხულიდან დაიწყება, თავდაპირველად რამდენიმე მთიან რეგიონში განხორციელდება. მომავალი წლის დასაწყისიდან კი პროექტი გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
მომდევნო 3 წლის მანძილზე მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით ათობით სოფელში იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ქვეყნის გეოგრაფიული ტერიტორია კადასტრით სრულად უნდა დაიფაროს.
შეხვედრაზე შეფასდა ის რეფორმა, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება და ხაზგასმით აღინიშნა, რომ თუ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლამდე ქვეყანაში ჯამში მილიონი ჰექტარი მიწა დარეგისტრირდა, 2016 წლიდან დღემდე ზუსტად ანალოგიური ოდენობის ფართობია დარეგისტრირებული.
მთავრობის წევრების შეფასებით, აღნიშნული ციფრები რეფორმის წარმატებაზე მიუთითებს და არსებობს მზაობა, გადაიდგას კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯები, რათა მიწის სისტემურმა რეგისტრაციამ ასეთივე დადებითი შედეგები მოიტანოს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.