რუსეთის რამდენ მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა
2022 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 31 ოქტომბრამდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ 10 834 დადებითი დასკვნა გადაიგზავნა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, აღნიშნულიდან საქართველოს მოქალაქეობა 10 774 პირს მიენიჭა.
„საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 10 774 პირს, აქედან, 5 480 საქართველოს ყოფილ მოქალაქეს მიენიჭა მოქალაქეობა აღდგენის წესით, 19 პირს - ჩვეულებრივი წესით, 34 პირს - გამარტივებული წესით, 15 პირს - სპეციალური წესით, 5 226 პირს - საგამონაკლისო წესით, ხოლო 60 პირს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე“, - განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მხოლოდ 2022 წელს მოქალაქეობა მიენიჭა 3 995 პირს, ხოლო უარი ეთქვა 15 პირს; 2023 წელს მოქალაქეობა მიენიჭა 4 047 პირს, უარი კი 17-ს ეთქვა; რაც შეეხება მიმდინარე წელს, 31 ოქტომბრის მდგომარეობით, მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი ეთქვა 28 პირს, 2 732-ს კი მიენიჭა.
რომ 2022 წლიდან საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა რუსეთის 4 385 მოქალაქეს, რომელთა შორის 4 188 წარმოშობით ქართველი იყო. მათ შორის 187 პირი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრის იყო, 10 პირი კი წარმატებული სპორტი, მეცნიერების ან ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი, რომელსაც საქართველოს სახელით მოღვაწეობის გაგრძელება სურდა.