დღის ფრაზა
"დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში" - პოლონეთის ელჩი საქართველოში
პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი გორში სტალინის სახლ-მუზეუმის დახურვის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, გასაგებია, რომ ქვეყანა ძლიერი მეზობლის წინააღმდეგ ვერ მიდის და სანქციებს მხარს ვერ უჭერს, თუმცა საქართველოს შეუძლია ეს სიმბოლური ჟესტი გააკეთოს.
„მინდა მივმართო ჩემს ქართველ მეგობრებს, მე მაქვს ერთი შემოთავაზება. მე მესმის, რომ თქვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ, პატარა ქვეყანა, დიდი მეზობელი, რთული ეკონომიკური მდგომარეობა, არ შეგიძლიათ რუსეთის წინააღმდეგ საუბარი და მათთვის დაწესებული სანქციებისთვის მხარდაჭერა, კარგი, მაგრამ გთხოვთ, გააკეთეთ ერთი სიმბოლური ჟესტი, დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში“, - განაცხადა მაშკიევიჩმა.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :