დღის ფრაზა
"უნდათ რომ გავჩუმდეთ, თუმცა ჩვენი ხმა მსოფლიომ მოისმინა" - ვოლოდიმირ ზელენსკი
წადი სახლში.. შენთან სახლში, შენი რუსულენოვანი ხალხის დასაცავად არა მთელ მსოფლიოში, არამედ შენთან სახლში - იქ ისინი არანაკლებნი არიან, დაახლოებით 150 მილიონი. აქ კი.. დიდება უკრაინას! - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.
მან უკრაინაში რუსეთის შეჭრა ვირუსს შეადარა და განაცხადა, რომ უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ორი წლის შემდეგ, უკვე ერთი კვირაა, რაც ქვეყანას ახალი ვირუსი დაესხა თავს.
ზელენსკის თქმით, უკრაინა იბრძვის თავისი მიწისთვის, ხალხისა და თავისუფლებისთვის.
„ჩვენ ჩვენს ისტორიაში და ჩვენს ტერიტორიაზე გადავიტანეთ ორი მსოფლიო ომი, სამი შიმშილი, ჰოლოკოსტი, დიდი ტერორი, ჩერნობილის აფეთქება, ყირიმის ოკუპაცია და ომი აღმოსავლეთ უკრაინაში. ჩვენ არ გვაქვს ოკეანიდან ოკეანემდე გადაჭიმული ტერიტორიები, არ გვაქვს ატომური იარაღი. მსოფლიო ბაზარს ნავთობს და გაზს ვერ ვაწვდით, თუმცა ჩვენ ყველაზე ძვირფასი - ჩვენი ხალხი გვყავს და ჩვენი სამშობლო გვაქვს. ეს არის ჩვენი ოქრო და ამისთვის ვიბრძვით. ძალიან ბევრჯერ სურდათ მისი დაქუცმაცება, თუმცა ვერ შეძლეს. უნდოდათ უკრაინა მიწიდან აღეგავათ, თუმცა ვერ შეძლეს. ზურგში გვესროდნენ, თუმცა მედგრად ვდგავართ. უნდათ რომ გავჩუმდეთ, თუმცა ჩვენი ხმა მთელმა მსოფლიომ მოისმინა. ამდენი რამე გამოვიარეთ და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის დაძლევის შემდეგ, უკრაინელები შეშინდებიან, გატყდებიან ან დანებდებიან, ჩვენზე არაფერი არ იცის, მას არაფერი ესაქმება ჩვენ შორის,“- განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :