როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთშიც.
28 და 29 ოქტომბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 20 და 21 და ღამით კი 8 და 9 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში ორივე დღეს დღისით 22, ღამით კი 11 და 12 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა ორივე დღეს დღისით 20 გრადუსი იქნება, ღამით 8 და 7. ადიგენში ორივე დღეს დღისით 19, ღამით 5 და 7 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში ორივე დღეს დღისით 16, ღამით 3 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები ორივე დღეს დღისით 15-ს, ღამით 3 და 2 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში ორივე დღეს დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 18 გრადუსს, ხოლო ღამით 6 და 7 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 17 და 16, ღამით კი 6 და 7 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 25 და 26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ორივე დღეს 12 გრადუსი იქნება.