ამბობს რომ გაუმართალა, რადგან წამყვანებმა დოლურადან სწორედ მისი ბილეთი ამოიღეს. წინა გათამაშებაზე 42 ბილეთი ჰქონდა, თუმცა ვერაფერი მოიგო. ამჯერად გათამაშებაში 9 ბილეთიდან ერთერთი მათგანი მოხვდა.
46 წლის ნანა ნადირაძე ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ცხოვრობს. იგი უკვე ექვსი წელია მეხუთე საჯარო სკოლაში მედდად მუშაობს. ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ყოველდღიურად საქალაქო ტრანსპორტით გადაადგილდება. ამბობს, რომ წამყვანების ზარი თავიდან ხუმრობა ეგონა და დაჯერებაც გაუჭირდა.
ჯერ არ იცის, როდის გადასცემენ ავტომობილის გასაღებს, თუმცა დარწმუნებულია რომ ძალიან მალე მართვის მოწმობას აიღებს და საკუთარ ავტომობილს თავადვე მართავს.