,, PSP“–ს გათამაშებაში გამარჯვებულს, მოგებული ავტომობილი გადაეცა. კომპანიის წარმომადგენლებმა, ნანა ნადირაძეს კუთვნილი ,,Mercedes-GLA“ ახალციხეში ჩამოუყვანეს.
26 მაისს მოგებული ავტომანქანის გასაღები, გამარჯვებულს იმ აფთიაქთან გადასცეს, სადაც მედიკამენტები შეიძინა და სანაცვლოდ, მომგებიანი ბილეთი მიიღო. ავტომობილი, ახალი მფლობელის სახელზე, დღესვე გადააფორმეს.
,,PSP“–ს მომგებიანი გათამაშება 2007 წლიდან იმართება. ამ დრომდე, უკვე 15 გათამაშება ჩატარდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა გამარჯვებული სამცხე–ჯავახეთიდან გამოვლინდა.
|