თბილისის სპორტის სასახლეში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა მიმდინარეობს. მხარდამჭერებს კოალიციის გენერალური მდივანი კახა კალაძე მიმართავს. მან სიტყვით გამოსვლისას განაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ მინისტრებს: ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს.
“ჩვენ წინ გველის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც დარწმუნებული ვარ, თქვენი თანადგომით შევძლებთ ღირსეული და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას. ეს არ იქნება მხოლოდ “ქართული ოცნების” გამარჯვება. ეს იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება” – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პარტია განახლებული ძალებით შეუდგება პოლიტიკურ საქმიანობას.
სპორტის სასახლეში “ქართული ოცნების” რიგით მეოთხე ყრილობა მიმდინარეობს.
თიკო კურტანიძე