საქართველოს დამოუკიდებლობის
25-ე წლისთავის აღსანიშნავად, 26 მაისს საქართველოს დედაქალაქსა და
ყველა რეგიონში სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვარძიაში, თბილისში, ბათუმში, ნოქალაქევში, ქუთაისსა და იყალთოში წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია ერთდროულად შედგება. მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა.
26 მაისის ღონისძიებებს თბილისში გალა-კონცერტი დაასრულებს, რომელიც პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.