ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. საზოგადოებას საშუალება ჰქონდა საერთაშორისო ინიციატივის – “ღია მმართველობის” შესახებ ინფორმაცია მიეღო და არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრა.
სოფლებში ინფორმირებულობის დაბალი დონე, ინტერნეტიზაციისა და სახელმწიფო ენის პრობლემები – ეს საკითხები ორგანიზატორებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.
შეხვედრას ორგანიზება დემოკრატიული ჩართულობისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტოროს ანალიტიკური დეპარტამენტის ცენტრებმა გაუწიეს.
შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია სამომავლოდ იდეების სახით ჩამოყალიბდება და „ღია მმართველობა–საქართველოს“ ფორუმს გადაეგზავნება, რომლის შემადგენლობაშიც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან. ისინი იდეებს განიხილავენ, რის შემდეგაც დამტკიცებული ინიციატივები ეროვნულ სამოქმედო გეგმაში მოხვდება და მთავრობისთვის ვალდებულება გახდება.
მსგავსი ღონისძიებები სტუდენტებთან, აკადემიურ წრესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან მთელი ქვეყნის მაშტაბით გაიმართება.
|