ახალციხესა და ადიგენში ვაჟა ჩიტაშვილი, ბორჯომსა და ასპინძაში ტარიელ
ლონდარიძე – ,,ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატების ვინაობა ცნობილია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ,“
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. აღნიშნული ინფორმაცია დღეს, 10
მაისს გამართულ სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ კონფერენციაზე გახდა
ცნობილი, რომელიც ახალციხის ოფისში გაიმართა. კონფერენციას
სამცხე-ჯავახეთის დელეგატები და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
ლიდერები მიხეილ მაჭავარიანი, ვაჟა ჩიტაშვილი, ტარიელ ლონდარიძე და
ზურაბ ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ. დღესვე შეირჩნენ ,,ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიაში წარსადგენი პირები.
დელეგატებმა ზურაბ ჩილინგარაშვილი, გევორქ შუშანიანი და ბესიკ ბექაური
დაასახელეს, რომელთაც მაისის თვეში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”
პოლიტიკური საბჭო დაამტკიცებს. შეხვედრის დეტალებსა და ფოტოებს
პარტიის ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს.
ახალციხესა და ადიგენში ვაჟა
ჩიტაშვილი, ბორჯომსა და ასპინძაში ტარიელ ლონდარიძე – ,,ნაციონალური
მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია
,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ,“ 2016 წლის საპარლამენტო
არჩევნებისთვის, სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
დაასახელა.
აღნიშნული ინფორმაცია დღეს, 10 მაისს გამართულ სამცხე-ჯავახეთის
რეგიონულ კონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელიც ახალციხის ოფისში
გაიმართა. კონფერენციას სამცხე-ჯავახეთის დელეგატები და ,,ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიხეილ მაჭავარიანი, ვაჟა ჩიტაშვილი,
ტარიელ ლონდარიძე და ზურაბ ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ.
დღესვე შეირჩნენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო
სიაში წარსადგენი პირები. დელეგატებმა ზურაბ ჩილინგარაშვილი, გევორქ
შუშანიანი და ბესიკ ბექაური დაასახელეს, რომელთაც მაისის თვეში
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭო დაამტკიცებს.
შეხვედრის დეტალებსა და ფოტოებს პარტიის ფეისბუქ-გვერდი
ავრცელებს.