ახალციხის მუნიციპალიტეტის
სოფელ აწყურის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით
ისარგებლებს. ამ ეტაპზე, სოფელში სასმელი წყლის
სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ამორტიზებული მილსადენის ნაცვლად ახალი პლასმასის მილსადენის, მცირე საინჟინრო ნაგებობების, ჰაერგამშვები ვანტუზებისა და გამრეცხი ჭების მოწყობა.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გონიო“ ახორციელებს.

|