შს მინისტრმა სამცხე-ჯავახეთში, გასვლითი თათბირი ჩაატარა. გიორგი მღებრიშვილი თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, ახალციხეში შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე შს მინისტრმა რეგიონების მიხედვით არსებული
ვითარების შესახებ ანგარიში ჩაიბარა.
გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად პრობლემური საკითხები, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და მათ ახალი დავალებები მისცა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს.
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში შს მინისტრმა სამართალდამცველებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
აღნიშნულ ინფორმაციას და შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი ავრცელებს.
|