საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 87-კმ 106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 1-კმ 36 მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ამ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია.