საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს კულტურისა
და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების,
დიასპორის საქმეთა სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და დარგობრივი
სამეცნიერო ინსტიტუციების მხარდაჭერით, „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად
მცოდნეთა კონკურსს აცხადებს.
კონკურსი 2016 წლის 23-24 ივნისს ახალციხეში,
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
მასში მონაწილეობის მიღება ვეფხისტყაოსნის ზეპირად მცოდნე ნებისმიერ
მსურველს შეუძლია.
მონაწილეთა რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. მისამართზე თბილისი,
თაბუკაშვილის 5 და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
უნივერსიტეტში, ქალაქ ახალციხე, რუსთაველის ქუჩა 106.
რეგისტრაცია 15 მაისამდე გაგრძელდება.
|