ახალციხის გამგებლის მოადგილემ გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა.
გამგეობაში ინფორმაციას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ კალენ
მინასიანმა აღნიშნული მოთხოვნით ადგილობრივ
ხელმძღვანელობას 28 აპრილს მიმართა. მისი განცხადება დღეს, 3
მაისს დაკმაყოფილდა. გახდა თუ არა კარლენ მინასიანის მიერ
თანამდებობის დატოვების მიზეზი “კადასტრი რეესტრი+”–ის დირექტორთან
დავით გოგოლაძესთან მომხდარი ინციდენტი – ახალციხის გამგეობაში ამაზე
არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მან პოსტი პირადი განცხადების
საფუძველზე დატოვა. თავად კარლენ მინასიანს “მეცხრე არხი” ვერ
დაუკავშირდა. მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. შეგახსენებთ,
რომ ინციდენტი 20 აპრილს, “კადასტრი რეესტრი+”–ის ოფისში მოხდა.
როგორც დავით გოგოლაძე ამტკიცებს, კარლენ მანასიანი მასთან
სამსახურებრივი საკითხის გასარკვევად მივიდა, რასაც შელაპარაკება და
ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. კარლენ მინასიანმა “მეცხრე არხის”
კორესპონდენტთან პირად საუბარში, ჯერ კიდევ 22 აპრილს განაცხადა, რომ
იგი თანამდებობის დატოვებას აპირებდა. თიკო კურტანიძე
ახალციხის გამგებლის
მოადგილემ გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა. გამგეობაში
ინფორმაციას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ კალენ
მინასიანმა აღნიშნული მოთხოვნით ადგილობრივ
ხელმძღვანელობას 28 აპრილს მიმართა. მისი განცხადება დღეს, 3
მაისს დაკმაყოფილდა.
გახდა თუ არა კარლენ მინასიანის მიერ თანამდებობის დატოვების
მიზეზი “კადასტრი რეესტრი+”–ის დირექტორთან დავით გოგოლაძესთან
მომხდარი ინციდენტი – ახალციხის გამგეობაში ამაზე არ საუბრობენ და
აცხადებენ, რომ მან პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
თავად კარლენ მინასიანს “მეცხრე არხი” ვერ დაუკავშირდა. მას
მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი
20 აპრილს, “კადასტრი რეესტრი+”–ის ოფისში მოხდა. როგორც დავით
გოგოლაძე ამტკიცებს, კარლენ მანასიანი მასთან სამსახურებრივი საკითხის
გასარკვევად მივიდა, რასაც შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება
მოჰყვა.
კარლენ მინასიანმა “მეცხრე არხის” კორესპონდენტთან პირად საუბარში,
ჯერ კიდევ 22 აპრილს განაცხადა, რომ იგი თანამდებობის დატოვებას
აპირებდა.
თიკო კურტანიძე