თურქეთის დელეგაცია ახალციხეში. ქალაქ არტაანის მერი, გამგეობისა და საკრებულოს წევრები და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, სამცხე–ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში, ახალციხის თვითმმართველობისა და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სტუმრებს ქართველმა კოლეგამ, ქალაქის მერმა უმასპინძლა. გიორგი კოპაძემ და ფარუქ ქოქსოიმ, განათლების სფეროში პარტნიორობაზე, ტურიზმში თანამშრომლობასა და ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის ხელის შეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა. მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ადმინისტრაციული შენობიდან, არტაანის დელეგაციამ, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაინაცვლა, სადაც ორი მხარის კერძების შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია მოეწყო.
|