ახალციხის უფასო სასადილოს 169 ბენეფიციარმა, ,,სათნოების სახლისგან“ სააღდგომოდ, პასკა და ექვსი კვერცხი მიიღო. ახალციხის მერიამ კი, 144 ოჯახს, ერთჯერადად 50 ლარი გადასცა.
,,სათნოების სახლის“ რეაბილიტირებული შენობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს და ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს. მერის მოადგილის თქმით, შენობა ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.
ახალციხის მერიამ ,,სათნოების სახლის“ შენობის რემონტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, შემოწმების შემდეგ ობიექტს ცხრაპუნქტიანი შენიშვნა და რეკომენდაციები მისცა. სააგენტომ, ,,სათნოების სახლში“ არსებული მდგომარეობის შესწავლა, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ,,მე–9 არხმა“ იქ არსებულ სიტუაციაზე სიუჟეტი მოამზადა.
შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 22 000 ლარამდე დაიხარჯა. მოეწყო საკანალიზაციო სისტემა და სველი წერტილები. გარემონტდა სახურავი, სამზარეულო, სასადილო და დამხმარე ოთახი. დამონტაჟდა გათბობის სისტემა.
|