ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიასთან 55 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. მოსახლეობა ამბობს, რომ გარდაცვლილის სხეული მდინარემ ხიდთან ახლოს გამორიყა.
ქალის ვინაობა დადგენილია. იგი სოფელ წნისში ცხოვრობდა. ადგილობრივების თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. როგორ გადახტა ქალი დილით მდინარეში თანასოფლელებმა დაინახეს. მაშველები ცხედარს ორი საათის განმავლობაში ეძებდნენ. მდინარის ნაპირზე გარდაცვლილის სხეული ზიკილიის მაცხოვრებლებმა ნახეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები.
ქალბატონის ცხედარს ახალციხის რაიონულ პროზექტურაში ექსპერტიზა ჩაუტარდა.
შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს. რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.
|