რა როლი უნდა ჰქონდეს ქვეყნის პოლიტიკაში რელიგიურ ორგანიზაციებს? – ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ,,ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირში“ დისკუსია გაიმართა.
თემის „ეკლესია და პოლიტიკა“ – განხილვაში მონაწილეობა, როგორც კათოლიკური და მუსლიმი რელიგიის წარმომადგენლებმა, ასევე სტუდენტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა მიიღეს.
დისკუსიაზე მოწვეული იყო „ტაბულას“ ჟურნალისტი ლევან სუთიძე. ღონისძიებას ორგანიზება მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა გაუწია.
ორგანიზაციის თავმჯდომარის გია ნოდიას თქმით, შეხვედრის მიზანს საზოგადოების ინფრომირებულობა წარმოადგენდა.
დისკუსია პროექტის „რელიგია, სახელმწიფო და საზოგადოება“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც „ეროვნული შემოწირულობა დემოკრატიისთვის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
|