29
მაისს, ქალაქ ახალციხეში მდებარე სინაგოგის იუბილესთან დაკავშირებით,
კულტურული ღონისძიებების მოწყობაზე, ახალციხის მერიამ ტენდერი 30 000
ლარზე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქართულ–ებრაული
მეგობრობის აღსანიშნავად, კონცერტი, მესხეთის სახელმწიფო
დრამატულ თეატრში და რაბათში, სინაგოგის მიმდებარე ტერიტორიაზე
გაიმართება. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.
ამ დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში არაერთ საპატიო სტუმარს ელიან. უნდა მოეწყოს ახალციხელი ებრალელების ძველი ფოტომასალის გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობას ფოლკლორული ანსამბლი, ებრაელი მომღერალი, ქართული ესტრადის წარმომადგენლები, მუსიკალური ჯგუფი და გიტარისტი მიიღებენ.
საქართველოში პირველი სინაგოგა ახალციხეში, 153 წლის წინ ააგეს.
|