ქალაქ ვალესა და ახალციხის სამ სოფელს, 6 დეკემბერს, ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ განცხადებას შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ავრცელებს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ვალეს გაზგამანაწილებელ სადგურზე სარემონტო სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი.
“აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 6 დეკემბერს 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება დაბა ვალეს, ასევე სოფლებს: ნაოხრებს, წყალთბილასა და აბათხევს. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”, შესაძლო დისკომფორტის გამო, მომხმარებელს ბოდიშს უხდის” – ნათქვამია შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თიკო კურტანიძე