22 აპრილი დედამიწის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის აქტივობაა დაგეგმილი. ქალაქის მერია ასპინძის ქუჩაზე მდებარე მეხუთე ბაგა–ბაღში ბავშვებთან ერთად ხეების დარგვას გეგმავს, გარდა ამისა, თანამშრომლები თავიანთი სამსახურების მიმდებარე ტერიტორიას დაასუფთავებენ.
ახალციხის გამგეობის წარმომადგენლები კი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ივლიტის მიმდებარე ტერიტორიას გაწმენდენ. დასუფთავების აქციას მოაწყობენ გამგეობის წარმომადგენლები თავიანთ ტერიტორიულ ერთეულებში.
დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რის შედეგადაც ოკეანე დაბინძურდა და წყლის ბინადრები დაიხოცა.
ყოველი წლის 22 აპრილს 176 ქვეყანაში ამ დღეს აღნიშნავენ სხვადასხვა ორგანიზაციები. მილიონობით მოხალისე გარემოს დაცვის მიზნით მონაწილეობს ისეთ აქციებში, როგორიცაა: ბაღების და სკვერების გამწვანება, დასუფთავება და ა.შ. ადამიანები ცდილობენ დაზოგონ ელექტროენერგია.
დედამიწის დღის აღნიშვნას საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა.
თიკო კურტანიძე