საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება შესაძალოა, სრულიად აიკრძალოს. აღნიშნულ პროექტზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს. დავით სერგეენკოს თქმით, სამინისტრომ პროექტზე მუშაობა ნაწილობრივ დაასრულა და რეგულაციები მალე ამოქმედდება.
კანონპროექტის მიხედვით, სამასპინძლო დაწესებულებები, სასტუმროები,
ტრანსპორტი და სტადიონები შესაძლოა თამბაქოსგან სრულად გათავისუფლდეს.
აღნიშნულ თემაზე, კაფე–ბარების მეპატრონეების აზრი
განსხვავებულია.
მათი ნაწილის თქმით, მწეველთათვის ცალკე ადგილის გამოსაყოფად,
საკმარისი ფართი არ არის. მეწარმეები ფიქრობენ, რომ თამბაქოს
მოხმარების აკრძალვით, მომხმარებელთა უმრავლესობას დაკარგავენ.
მიუხედავად იმისა, რომ კანონი გამკაცრებული ჯერ არ არის, ზოგიერთი
კვების ობიექტის მეპატრონის სურვილით, კაფეებში მოწევა აკრძალულია.
მეწარმეების თქმით, სიგარეტის კვამლი საკვებს აზიანებს და
მომხმარებელზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.
კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება აიკრძალება სატრანსპორტო
საშუალებებშიც. აღნიშნულ თემაზე მძღოლებს და მგზავრებს განსხვავებული
მოსაზრება აქვთ. კანონპროექტის ამ ნაწილმა, მწეველი მოქალაქეებისა და
მძღოლების უკმაყოფილება გამოიწვია.
საქართველოს 5 წლიანი სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული, რომლის
მიხედვითაც ქვეყანაში თამბაქოს მოხმარება უნდა შემცირდეს. გეგმა
2013-2018 წლებზეა გათვლილი. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური
დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, თამბაქოს მოხმარების
შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული სტრატეგიის გამოყენება იმ
საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მოხდება, რომელიც
სხვადასხვა ქვეყანაში ეფექტურად მუშაობს.
|