სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკების კონტროლს მთელი ქვეყნის
მასშტაბით აწარმოებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 313 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი და
54 სკოლის ბუფეტი შემოწმდა. გეგმური და არაგეგმური ინსპექტირებების
შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა. სკოლამდელი და
სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმებების რაოდენობის
ზრდის პარალელურად, მცირდება დარღვევებიც. 2015 წელს და 2016 წლის
პირველ კვარტალში შემოწმებებისას სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაიცა
სხვადსხვა სახის რეკომენდაციები, თუმცა საწარმოო პროცესი არცერთს
შეუჩერდა, მაშინ როცა 2014 წელს კრიტიკული შეუსაბამობების გამო 4
სკოლის ბუფეტი დაიხურა და მათ საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ
სააგენტოს მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ შეძლეს.
აგრეთვე, ინფრასტრუქტურისა და ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესების
მიზნით, სარებაილიტაციო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით
მიმდინარეობს.სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე, საბავშვო ბაღებში
აღარ გამოიყენება ალუმინის ჭურჭელი, გაუმჯობესდა წყალომომარაგება და
გაიზარდა მომსახურე პერსონალის ცნობიერება ჰიგიენის საკითხებთან
დაკავშირებით. თიკო კურტანიძე
სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლებისა და ბაღების
კვების ბლოკების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ
კვარტალში 313 საბავშვო ბაღის კვების ბლოკი და 54 სკოლის ბუფეტი
შემოწმდა. გეგმური და არაგეგმური ინსპექტირებების შედეგად, კრიტიკული
შეუსაბამობები არ გამოვლენილა. სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების
კვების ბლოკების შემოწმებების
რაოდენობის ზრდის პარალელურად, მცირდება დარღვევებიც.
2015 წელს და 2016 წლის პირველ
კვარტალში შემოწმებებისას სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაიცა
სხვადსხვა სახის რეკომენდაციები, თუმცა საწარმოო პროცესი არცერთს
შეუჩერდა, მაშინ როცა 2014 წელს კრიტიკული შეუსაბამობების გამო 4
სკოლის ბუფეტი დაიხურა და მათ საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ
სააგენტოს მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ
შეძლეს.
აგრეთვე, ინფრასტრუქტურისა და
ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სარებაილიტაციო
სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.სააგენტოს
რეკომენდაციების საფუძველზე, საბავშვო ბაღებში აღარ გამოიყენება
ალუმინის ჭურჭელი, გაუმჯობესდა წყალომომარაგება და გაიზარდა მომსახურე
პერსონალის ცნობიერება ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით.
თიკო კურტანიძე