ასპინძის მუნიციპალიტეტში მესხური ტერასების მოპირდაპირე მხარეს,
ადგილობრივი მწყემსის წყლიდან გამოყვანა მხოლოდ მაშველების დახმარებით
მოხერხდა. იგი 30 სულამდე საქონელთან ერთად, მდინარის შუაგულში
ხმელეთზე შევიდა, თუმცა მტკვრის დონის უეცარი მატების გამო, ნაპირზე
გამოსვლა ვეღარ შეძლო. ასპინძის გამგეობაში განმარტავენ, რომ გარემოს
დაცვის სამინისტროდან მტკვრის დონის მოსალოდნელი მატების
თაობაზე, გაფრთხილება სამი დღის წინ მიიღეს, რის გამოც მათ
პრევენციულ ზომებს მიმართეს. “სამი დღის წინ გარემოს დაცვის
სამინისტრომ გაგვაფრთხილა, რომ მტკვარი ადიდდებოდა. აღნიშნულის
თაობაზე ჩვენ მოსახლეობას ინფორმაციას მას შემდეგ ვაწვდით და
ვაფრთხილებთ, რომ ნაპირებს მოერიდონ და მდინარეზე საქონელი
არ ჩაიყვანონ” – აცხადებს “მეცხრე არხთან” გამგებლის მოადგილე
ალექსანდრე პაპაშვილი. იგი ამ დროისათვის ვარძიაში იმყოფება და
მდინარის დონეს აკვირდება. მისივე თქმით, პირველი ნიშნები სწორედ
მირაშხანი–ვარძიის მონაკვეთზე გამოჩნება, რის შემდეგაც შესაბამის
ზომებს მიიღებენ. მირაშხანი –ვარძიის ტერიტორიაზე იმყოფებიან
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც. ასპინძის სახანძრო–სამაშველო
სამსახურის უფროსის მოადგილის ზურაბ ცინაძის თქმით, ორი დღეა წლის
დონემ მოიმატა და მათი თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
აღნიშნულ მონაკვეთზე 5 კაციანი ჯგუფი 24 საათის განმავლობაში
მორიგეობს და ადგილობრივებს აფრთხილებს მდინარის ნაპირებს
მოერიდონ. რუსუდან გვარამაძე, თიკო კურტანიძე
ასპინძის მუნიციპალიტეტში მესხური
ტერასების მოპირდაპირე მხარეს, ადგილობრივი მწყემსის წყლიდან
გამოყვანა მხოლოდ მაშველების დახმარებით მოხერხდა. იგი 30 სულამდე
საქონელთან ერთად, მდინარის შუაგულში ხმელეთზე შევიდა, თუმცა მტკვრის
დონის უეცარი მატების გამო, ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.
ასპინძის გამგეობაში განმარტავენ, რომ გარემოს დაცვის
სამინისტროდან მტკვრის დონის მოსალოდნელი მატების
თაობაზე, გაფრთხილება სამი დღის წინ მიიღეს, რის გამოც მათ
პრევენციულ ზომებს მიმართეს.
“სამი დღის წინ გარემოს დაცვის
სამინისტრომ გაგვაფრთხილა, რომ მტკვარი ადიდდებოდა. აღნიშნულის
თაობაზე ჩვენ მოსახლეობას ინფორმაციას მას შემდეგ ვაწვდით და
ვაფრთხილებთ, რომ ნაპირებს მოერიდონ და მდინარეზე საქონელი
არ ჩაიყვანონ” – აცხადებს “მეცხრე არხთან” გამგებლის
მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი.
იგი ამ დროისათვის ვარძიაში იმყოფება და მდინარის დონეს აკვირდება.
მისივე თქმით, პირველი ნიშნები სწორედ მირაშხანი–ვარძიის მონაკვეთზე
გამოჩნება, რის შემდეგაც შესაბამის ზომებს მიიღებენ.
მირაშხანი –ვარძიის ტერიტორიაზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის
თანამშრომლებიც. ასპინძის სახანძრო–სამაშველო სამსახურის უფროსის
მოადგილის ზურაბ ცინაძის თქმით, ორი დღეა წლის დონემ მოიმატა და მათი
თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. აღნიშნულ მონაკვეთზე 5
კაციანი ჯგუფი 24 საათის განმავლობაში მორიგეობს და
ადგილობრივებს აფრთხილებს მდინარის ნაპირებს მოერიდონ.
რუსუდან გვარამაძე, თიკო
კურტანიძე