ქალაქ ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება. ელექტრონული ტენდერი
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 3 მარტს
გამოაცხადა. წინადადებების მიღება 20–დან 25 მარტის ჩათვლით
მიმდინარეობდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 512 303 ლარია.
ტენდერში მონაწილეობა შვიდმა პრეტენდენტმა მიიღო. მიმდინარეობს
შერჩევა–შეფასება. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტო 2011 წლიდან ევროკავშირის ფინანსური
მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ელექტრონული მმართველობის დანერგვა
ადგილობრივ თვითმმართველობებში“. პროექტის პირველ ეტაპზე სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტომ საზოგადოებრივი ცენტრის
კონცეფცია შეიმუშავა. საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით
მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად 200-ზე მეტი საჯარო
და კერძო სექტორის სერვისით ისარგებლოს. საზოგადოებრივი ცენტრის
მომხმარებლებს შეუძლიათ, სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული
სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და შპს მექანიზატორის
სერვისებით ისარგებლონ, ცენტრში ასევე წარმოდგენილი არიან კერძო
კომპანიები: „მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი“. ამჟამად, საქართველოს
მასშტაბით სოფლებსა და დაბებში 33 საზოგადოებრივი ცენტრი
ფუნქციონირებს.
ქალაქ ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება.
ელექტრონული ტენდერი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ
მიმდინარე წლის 3 მარტს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 20–დან 25
მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. შესყიდვის სავარაუდო
ღირებულება 512 303 ლარია.
ტენდერში მონაწილეობა შვიდმა პრეტენდენტმა მიიღო. მიმდინარეობს
შერჩევა–შეფასება.
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტო 2011 წლიდან ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
ახორციელებს პროექტს „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ
თვითმმართველობებში“. პროექტის პირველ ეტაპზე სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტომ საზოგადოებრივი ცენტრის
კონცეფცია შეიმუშავა.
საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს
სოფლიდან გაუსვლელად 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით
ისარგებლოს. საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შეუძლიათ,
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული
არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების
სააგენტოს და შპს მექანიზატორის სერვისებით ისარგებლონ, ცენტრში
ასევე წარმოდგენილი არიან კერძო კომპანიები: „მაგთიკომი“ და „ლიბერთი
ბანკი“.
ამჟამად, საქართველოს მასშტაბით სოფლებსა და დაბებში
33 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.