2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება
შევიდა. ამიერიდან სოციალური შეღავათებით ის პირებიც ისარგებლებენ,
რომლებსაც ფაქტობრივი მოსახლეობის ტიტულით აქვთ. ცვლილების
თანახმად, კატეგორიები რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები
მოსახლოეობა, რეგისტრირებული და ფაქტობრივი მოსახლეობით შეიცვალა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური უზრუნველყოფისა და
ჯანდაცვის განყოფილების უფროსის თქმით, მუდმივად მცხოვრების სტატუსი,
წლიურად, სოფლად 9 თვის განმავლობაში ცხოვრებას
გულისხმობს, ფაქტობრივის სტატუსი კი კონკრეტულ პერიოდს არ მოითხოვს.
„ეს გამორიცხავდა ისეთი კატეგორიის მოქალაქეების, რომლებიც,
მაგალითად, სტუდენტები არიან და გასული არიან სოფლიდან, ან
ახალი გამოთხოვილია რძალი სოფელში და ჯერ არ უცხოვრიათ 9 თვე და
ა.შ. ზღუდავდა ამ კატეგორიებს, ამიტომ, ასე რომ არ მოხდეს და არავინ
დაიჩაგროს, ასეთი ცვლილება შევიტანეთ“ – თამილა ადვაძემ.
ცვლილების დამტკიცებას დეპუტატებმა კენჭი დღეს, 31 მარტს ახალციხის
თემის საკრებულოს სხდომაზე უყარეს.
2016 წლის ბიუჯეტიდან
სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება შევიდა. ამიერიდან
სოციალური შეღავათებით ის პირებიც ისარგებლებენ, რომლებსაც ფაქტობრივი
მოსახლეობის ტიტულით აქვთ.
ცვლილების თანახმად, კატეგორიები რეგისტრირებული და მუდმივად
მცხოვრები მოსახლოეობა, რეგისტრირებული და ფაქტობრივი მოსახლეობით
შეიცვალა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური უზრუნველყოფისა და
ჯანდაცვის განყოფილების უფროსის თქმით, მუდმივად მცხოვრების სტატუსი,
წლიურად, სოფლად 9 თვის განმავლობაში ცხოვრებას
გულისხმობს, ფაქტობრივის სტატუსი კი კონკრეტულ პერიოდს არ
მოითხოვს.
„ეს გამორიცხავდა ისეთი კატეგორიის მოქალაქეების,
რომლებიც, მაგალითად, სტუდენტები არიან და გასული არიან
სოფლიდან, ან ახალი გამოთხოვილია რძალი სოფელში და ჯერ არ
უცხოვრიათ 9 თვე და ა.შ. ზღუდავდა ამ კატეგორიებს, ამიტომ, ასე
რომ არ მოხდეს და არავინ დაიჩაგროს, ასეთი ცვლილება
შევიტანეთ“ – თამილა ადვაძემ.
ცვლილების დამტკიცებას დეპუტატებმა კენჭი დღეს, 31 მარტს ახალციხის
თემის საკრებულოს სხდომაზე უყარეს.