შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს
მასშტაბით, 23–26 მარტს, განხორციელებული საპოლიციო კონტროლის
შედეგენს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ
პერიოდში გამოვლინდა და გაიხსნა სისხლის სამართლის 192 დანაშაული
და დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 966 შემთხვევა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სპეციალური საპოლიციო კონტროლი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სამცხე–ჯავახეთშიც განახორციელა.
შსს-ს ინფორმაციით, 2016 წლის 23-26 მარტს მიმდინარე საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ორი ძებნილი პირი დააკავეს .
გამოვლენილი და გახსნილია სისიხლის სამართლის 192 დანაშაული, მათ შორის:
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების 67 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის 29 ფაქტი; საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის – 8 ფაქტი, ხოლო ძარცვის 2 ფაქტი;
დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევევის 966 შემთხვევა, მათ შორის:
ნარკოტიკების უკანონო მოხმარების – 77 ფაქტი; წვრილმანი
ხულიგნობის – 28 ფაქტი;
დაუმორჩილებლობის– 36 ფაქტი; დაუმორჩილებლობისა და
წვრილმანი ხულიგნობის – 34 ფაქტი;
საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 8 ავტომატი, 8 პისტოლეტი, 4 რევოლვერი, 4 ყუმბარმტყორცნი, 6 შაშხანა, 9 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 50 ხელყუმბარა, 6 ჭურვი, 3 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, 3 კვამლმდენი, 7 ამფეთქი ფალია, 8 ელექტრო დეტონატორი; 1 კაფსულდეტონატორი, 2.1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, 4540 ცალი სხვადასხვა კალიბრის ვაზნა. ასევე, ამოღებულია: 9 შეკვრა და 0,8345 გრ. ჰეროინი, 1,5 გრ. ბუპრენორფინი, 10 შეკვრა და 39 აბი სუბოქსინი, 45 აბი კოდეინი, 8 შეკვრა მარიხუანა, 39 შეკვრა და 450 გრ. ახალი ფსიქოაქტიური ნივიერება ე.წ. „ბიო“, 250 აბი აქტიფედი, 361 აბი სხვადასხვა ფსიქოტროპული მედიკამენტი, 8 ცალი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი საინექციოდ გამზადებული შპრიცი და 1 ძირი კანაფი.
საპოლიციო კონტროლის დროს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის 59, ხოლო ადმინისტრაციული წესით -148 პირი დააკავეს.
|