ახალციხიში მცხოვრები,
სოციალურად დაუცველი 100 ბავშვი ცირკში იმყოფებოდა. საცირკო
წარმოადგენაზე დასასწრებად ხარჯები ახალციხის მერიამ გაიღო.
მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცირკში იმყოფებოდნენ ახალციხის №7 საჯარო სკოლა–პანსიონის აღსაზდელებიც, რომლებსაც მერიამ წარმოდგენაზე დასასწრებად ბილეთები რამდენიმე დღის წინ გადასცა.
„ახალციხის მერიის თითოეული თანამშრომლისთვის სოციალური პასუხისმგებლობა და მსგავს აქციებში ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბავშვებისთვის ჩვენ სისტემატურად ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს და აქტივობებს, ეს ხშირად თანამშრომლების პირადი დანაზოგის ხარჯზე ხორციელდება“ – აცხადებს კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსი მარინა მერაბიშვილი.
ახალციხის მერია ხელმოკლე ოჯახების შვილებისთვის მსგავსი სახის აქციების გამართვას მომავალშიც გეგმავს.
|