ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში ქალაქის მერის წინაღმდეგ სამოქალაქო დავა მოიგო. მოსამართლემ გოგოლაურის მოთხოვნა – გიორგი კოპაძეს ადგილობრივი მედიის საშუალებით მისთვის ბოდიში მოეხადა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა. გია ბერაიას გადაწყვეტილებით, ქალაქის მერს „მეცხრე არხის“ ეთერში გაჟღერებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა დაევალა. ასევე კოპაძე ვალდებულია მას სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადაუხადოს.
შეგახსენებთ, რომ მხარეების დაპირისპირება 2015 წლის 10 დეკემბერს „მე–9 არხის “ გადაცემა „დიალოგის“ პირდაპირ ეთერში ახალციხის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მოჰყვა. გოგოლაურის თქმით კოპაძემ გადაცემაში ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა.
სამოქალაქო დავის განხილვა რაიონულმა სასამართლომ, საქმეზე, ახალციხის საკრებულოს დეპუტატი – ქალაქის მერის წინააღმდეგ, მიმდინარე წლის 9 მარტს დაიწყო.