ბორჯომელი ზურაბ ხაჩიძე პატრულის თანამშრომლებს უჩივის. მოქალაქემ, ახალციხის რაიონულ სასამართლოს, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართა.
ხაჩიძის თქმით, 19 ნოემბერს, მის ავტომობილს საპატრულო მანქანა დაეჯახა, დამნაშავედ კი თავად სცნეს და 250–ლარიანი ჯარიმა დაუწერეს. მისი თქმით, აღიარებით ჩვენებაზე ხელმოწერა მას არ ეკუთვნის.
ზურაბ ხაჩიძე ავტომანქანაში არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად იჯდა, ორივემ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის მოწმეები – საპატრულო ეკიპაჟის წევრები დაიკითხნენ. პატრულის თანამშრომლების თქმით, ისინი კანონის დარმღვევ მძღოლს მისდევდნენ, რა დროსაც გზა ხაჩიძემ გადაუჭრა. პოლიციელებმა ავტოავარიის თავიდან აცილება ვეღარ შეძლეს.
მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა შემდეგი სხდომა, სადაც კრიმინალისტების მიერ გადაღებული ფოტომასალა უნდა განიხილონ, 29 დეკემბერს ჩანიშნა.
ავტორები: რუსუდან გვარამაძე, რამაზ ალავიძე.