ადიგენში “ახალგაზრდული საკრებულო”–ს შეხვედრა გაიმართა. საკრებულოს
წევრებს არასამთავრობო ორგანიზაციების – „ადამიანი, კანონი,
თავისუფლება“ და „პოზიცია“ წარმომადგენლები
შეხვდნენ. ინფორმაციის გაცვლის შემდეგ, სამუშაო გრაფიკისა და
სამომავლო გეგმების შეჯერება მოხდა. შეხვედრას ახალგაზრდული
საკრებულოს წევრებისა და არასამთავრობოების გარდა, ადიგენის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. „საკრებულო
აძლევს საშუალებას ახალგაზრდებს, დაესწრონ კომისიის სხდომებს, რათა
მეტი გაიგონ მუნუციპალიტეტში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით,
შემდგომ უკვე ერთად ვიფიქრებთ ამ პრობლემების აღმოფხვრის გზებზე“ –
აცხადებენ ადიგენის საკრებულოში. პროექტი ,,ახალგაზრდული საკრებულო”
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი კანონი თავისუფლება”-ს
ორგანიზებით, ცხრა თვის წინათ დაიწყო და მასში საქართველოს მასშტაბით,
64 მუნიციპალიტეტი ჩაერთო. პროექტს, „პოზიცია“ ახალი იდეებითა
და გეგმებით მოგვიანებით შეუერთდა. პროექტის მიზანი, ახალგაზრდების
არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და ლიდერობის უნარების
განვითარებაა. სამომავლოდ, ჯგუფები ქართველი და უცხოელი
ტრენერებით დაკომპლექტდება, რომლის შემადგენლობაშიც ცნობილი
ხელოვანი ადამიანები შევლენ. ერთი ჯგუფი დასავლეთ
საქართველოსთვის იმუშავებს, მეორე – აღმოსავლეთისთვის. აღნიშნული
ჯგუფები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩავლენ და
ახალგაზრდული საკრებულოების წევრებისთვის ტრენინგებს ჩაატარებენ, რის
შემდეგაც ისინი სხვადასხვა ინტელექტუალურ თუ სპორტულ
შეჯიბრებაში ჩაერთვებიან. ახალგაზრდები შეიმუშავებენ
პროექტებს და მონაწილეობას თავიანთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე
სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღებენ.
წყარო: http://tvfree.ge/adamiani-kanoni-thavisuphleba-da-pozitsia-adigenis-akhalgazrduli-sakrebulos-tsevrebs-shekhvdnen/
ადიგენში “ახალგაზრდული
საკრებულო”–ს შეხვედრა გაიმართა. საკრებულოს
წევრებს არასამთავრობო ორგანიზაციების – „ადამიანი, კანონი,
თავისუფლება“ და „პოზიცია“ წარმომადგენლები
შეხვდნენ. ინფორმაციის გაცვლის შემდეგ, სამუშაო გრაფიკისა და
სამომავლო გეგმების შეჯერება მოხდა.
შეხვედრას ახალგაზრდული საკრებულოს წევრებისა და არასამთავრობოების
გარდა, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებიც
დაესწრნენ.
„საკრებულო აძლევს საშუალებას ახალგაზრდებს, დაესწრონ
კომისიის სხდომებს, რათა მეტი გაიგონ მუნუციპალიტეტში არსებულ
პრობლემებთან დაკავშირებით, შემდგომ უკვე ერთად ვიფიქრებთ ამ
პრობლემების აღმოფხვრის გზებზე“ – აცხადებენ ადიგენის
საკრებულოში.
პროექტი ,,ახალგაზრდული საკრებულო” არასამთავრობო ორგანიზაცია
,,ადამიანი კანონი თავისუფლება”-ს ორგანიზებით, ცხრა თვის წინათ
დაიწყო და მასში საქართველოს მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტი ჩაერთო.
პროექტს, „პოზიცია“ ახალი იდეებითა და გეგმებით მოგვიანებით
შეუერთდა.
პროექტის მიზანი, ახალგაზრდების არაფორმალური განათლების
ხელშეწყობა და ლიდერობის უნარების განვითარებაა.
სამომავლოდ, ჯგუფები ქართველი და უცხოელი