ახალციხეში, ოთხ ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა მესხეთის, წერეთელის, ზედგინიძისა და გორგასალის ქუჩებზე მოწესრიგდება.
ქალაქის ხელმძღვანელობამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა. სამშენებლო სამუშაოებს შპს “ასტორია” შეასრულებს.
პროექტის მიხედვით, ქუჩებზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიურები და სანიაღვრე არხები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ღირებულება 472 436 ლარს შედგენს.