ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ახალქალაქში მომხდარ სარქის აკოფიანის მკვლელობის შეუტყობინებლობის საქმეზე ბრალდებულები – ნალბანდიანი, იგიტიანი და კარაპეტიანი დაიკითხნენ და დაკავების დროს ცემის ფაქტებზე ისაუბრეს.
ბრალდებულების თქმით, დაკავების ოქმებზე ხელი მათ არ
მოუწერიათ. სასამართლო პროცესზე არმენ ნალბანდიანმა განაცხადა,
რომ პოლიციელები ემუქრებოდნენ – თუ ბრალს არ აღიარებდა,
ჰეროინის მოხმარებისთვის დააკავებდნენ.
როგორც ნალბანდიანი იხსენებს, პოლიციელებმა მას თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს და თითქმის 10 წუთის განმავლობაში რიგრიგობით სცემდნენ.
ბრალდებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 376–ე მუხლით ედებათ ბრალი, რაც დანაშაულის შეუტყონინებლობას გულისხმობს.
შემდეგი სასამართლო პროცესი 17 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.