8 მარტი ახალციხის გამგეობამ, ქალბატონებისათვის საჩუქრების გადაცემით აღნიშნა. აღმასრულებელი და წარმომადგნლობითი ორგანოს თანამშრომლებმა, მუნიციპალიტეტის სოფლები მოიარეს, ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს, საჩუქრად კი ტორტი და ვარდები გადასცეს.
გამგეობისაგან სარვამარტო საჩუქარი 20–მა ქალბატონმა მიიღო. აქედან ოთხი შშმ პირია და 16 უხუცესი. ისინი 95 წელს არიან გადაცილებულნი.
საჩუქრებისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ლარზე მეტი დაიხარჯა.
ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა ახალციხის მერიამაც. თვითმათველობის წარმომადგენლები ქალაქის ქუჩებში გავიდნენ და ახალციხელ ქალბატონებს ყვავილები დაურიგეს.
ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. დღესასწაულის დაწესების იდეა, პირველად მე–20 საუკუნის დამდეგს გაჩნდა.