სოფელ მინაძეში საბავშვო ბაღი და ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ობიექტები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 50 მცირეწლოვანზეა გათვლილი. აქ ორი
საბავშვო ჯგუფის ჩამოყალიბება იგეგმება.შენობა თანამედროვე ინვენტარით
არის აღჭურვილი. გათბობისათვის დამონტაჟებულია მზის კოლექტორი და
ენერგოეფექტური ღუმელი.
ამავე ეზოში მოეწყო ადმინისტრაციული შენობაც. როგორც თვითმმართველობაში აცხადებენ, აქ გამგებლის წარმომადგენლისა და დეპუტატის სამუშო ოთახები, ასევე ახალგაზრებისათვის განკუთვნილი სააქტო დარბაზი განთავსდება.
ადმინისტრაციული შენობისათვის 56 ათასი ლარი, ხოლო საბავშვო ბაღისათვის 110 ათასი ლარი დაიხარჯა.
|