ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, გამგეობას ერთი რეკომენდაციით დაუბრუნა. რეკომენდაცია ცენტრალურ მაგისტრალზე: ვალე –აწყურისა და ჭაჭარაქი–მინაძის მონაკვეთებზე სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას შეეხება.
ახალციხის გამგებლის თქმით, საპატრულო პოლიციასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. მაგისტრალზე 8–დან – 12–მდე კამერა დამონტაჟდება. სათვალთვალო კამერების მონტაჟისთვის გამგეობამ ბიუჯეტში 35 000 ლარი გაითვილისწინა.
2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმომადგენლობითმა ორგანომ გამგეობას ერთი რეკომენდაციით 25 ნოემბერს დაუბრუნა. ჩასწორებული ვარიანტი საკრებულოს დასამტკიცებლად,10 დეკემბერს გადაეგზავნება.