ცენტრალური ბიუჯეტიდან, თანხები დაემატა ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტსაც. ამის შესახებ დადგენილება, საკრებულოს დეპუტატებმა მიიღეს. თავმჯდომარის განმარტებით, ადგილობრივი ბიუჯეტი მილიონ 800 ათასი ლარით გაიზარდა, რაც ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებას მოხმარდება.დავით ლომიძის თქმით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ახალციხის 13 ქუჩას.
ცნობილი გახდა, რომ თვითმართველობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 19 ათასი ლარის ფარგლებში „სათნოების სახლს“ ინვენტარს შეუძენს.
ცვლილებებია საკრებულოსთან არსებულ „მიწის დაკანონების კომისიაშიც“, როგორც სხდომაზე გახდა ცნობილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა გელვასი გელაძემ დატოვა, კომისიიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერილი აქვს თამარ გოგოლაძესაც, თუმცა მიზეზი უცნობია. საკრებულოს წარმომადგენლების განცხადებით „მიწის დაკანონების კომისიის“ დაკომპლექტებაზე რომელიც 7 წევრისაგან შესდგება, დეპუტატები შემდეგ სხდომაზე იმსჯელებენ.